მე

მე    აღნიშნავს მოლაპარაკეს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მდუმარე

მდუმარე –  დუმილით მოცული, დადუმებული, გაჩუმებული, გარინდებული, გაყუჩებული   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ და ქვევით მიმართული თითებით, … Read more

Categories

მდივანი

მდივანი –  ვინც აწარმოებს ან განაგებს დაწესებულების ან კერძო პირის საქმიან მიმოწერას   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ეხება მკერდს,  დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მდიდარი

მდიდარი –   დიდი ფულისა თუ ქონების პატრონი, შეძლებული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და ცერით ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მდედრობითი

მდედრობითი  – სქესით დედალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ნიკაპზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

მბრძანებელი

მბრძანებელი  – ვინც ბრძანებს, განმკარგულებელი, ბატონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით  მიმართულია  მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით  მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, მოძრაობს წინ და ქვევით, ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მაჯა

მაჯა  – ხელის ნაწილი მტევანს ზევით, სადაც გადის სხივის არტერია და ვენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგული ასევე მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხენა მაჯაზე დადებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

მახინჯი

მახინჯი  –  ფიზიკური ნაკლის მქონე, გონჯი, უშნო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით,  მარჯვენა ხელი მარცხენაზე ოდნავ ქვევითაა განთავსებული, ბოლო ფაზაში კი პირიქით – მარცხენა ხელი მარჯვენაზე ოდნავ ქვევითაა განთავსებული და ფალანგებში მოხრილია თითები. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

მახათი

მახათი – გრძელი, მსხვილი, მაგარი მასალის საკერავი ნემსი     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნემსი“ – გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გრძელი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ზევით აღმართულია საჩვენებელი … Read more

Categories

მაჭარი

მაჭარი –   ახლად დაყენებული, დუღილდაუმთავრებელი ღვინო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ – მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწურვა“ / „წურვა“ – დიაგონალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ … Read more

Categories

მაჭანკალი

მაჭანკალი   საქმის მომგვარებელი ქალსა და ვაჟს შორის მათი დაქორწინების მიზნით, შუამავალი, მაშვალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ გარიგება“-  ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები ერთმანეთს უახლოვდება და იმავე კონფიგურაციით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი … Read more

Categories

მაწონი

მაწონი –  მჟავედ შედედებული ადუღებული რძე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით მიმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მაცივარი

მაცივარი  – სპეციალური მოწყობილობა ან ნაგებობა რისამე გასაცივებლად ან ცივად შესანახად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ქვევით გადაადგილდება, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მაშინ

მაშინ  – იმ დროს, წარსულის ან მომავლის განსაზღვრულ მომენტში   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მაშველი

მაშველი    –    მშველელი, დამხმარე, შემწე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ / „გადარჩენა“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ზევით გადაადგილდება და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ –– ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით … Read more

Categories