მბრძანებელი – ვინც ბრძანებს, განმკარგულებელი, ბატონი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრძანება“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, მოძრაობს წინ და ქვევით, ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
