მდედრობითი – სქესით დედალი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ნიკაპზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, მოხრილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.
