მაჭარი

10

მაჭარი    ახლად დაყენებული, დუღილდაუმთავრებელი ღვინო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაწურვა“ / „წურვა“ – დიაგონალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ხელები ერთმანეთზეა მიდებული. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.