მახათი

11

მახათი გრძელი, მსხვილი, მაგარი მასალის საკერავი ნემსი  

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნემსი“ – გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა რკალური ტრაექტორიით მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გრძელი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.