მაჭანკალი

9

მაჭანკალი   საქმის მომგვარებელი ქალსა და ვაჟს შორის მათი დაქორწინების მიზნით, შუამავალი, მაშვალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ გარიგება“-  ქვევით მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში ხელები ერთმანეთს უახლოვდება და იმავე კონფიგურაციით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.