მაღალი

მაღალი  – დიდი სიმაღლის მქონე, ქვევიდან ზევითკენ დიდი ზომისა   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარცხენა ზევით აღმართული ცერი და მარჯვენა ქვევით დაშვებული ნეკი წვერებით ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მატყუარა

მატყუარა  – ვინც იტყუება, ცრუ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მატლი

მატლი     –  მოგრძო, პატარა მცოცავი არსება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ გადაადგილდება და ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მატარებელი

მატარებელი  –  სარკინიგზო ვაგონების შემადგენლობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და გაშლილი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მასხარა

მასხარა  – ოხუნჯი, ხუმარა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ცერი ეხება ცხვირის წვერს, დანარჩენი თითები ირხევა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მასწავლებელი

მასწავლებელი  – სპეციალური განათლების მქონე პირი, რომელიც ასწავლის რაიმე საგანს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასწავლებელი“ –  წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით … Read more

Categories

მასპინძელი

მასპინძელი –  ოჯახში სტუმრის დამხვედრი, სტუმრის მიმღები, პატივისმცემელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სტუმარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან, ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპატიჟება“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories

მასიური

მასიური –  დიდი და მძიმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

მასალა

მასალა  – სხვადასხვა ნივთები, რაც საჭიროა რისამე დასამზადებლად, ასაშენებლად, საწარმოებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მასალა”  –  მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: … Read more

Categories

მასა

მასა –  რაიმე ნივთიერება ცომისებური სახით, რომლისგანაც წარმოიქმნება ან კეთდება რაიმე საგანი ან ნივთი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“– ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითების წვერებს ეხება ცერი, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი … Read more

Categories

მარჯვენა

მარჯვენა  –  გულის საპირისპირო მხარე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მარხვა

მარხვა –   რელიგიური წესი, რომელიც კრძალავს ხორცეულისა და რძის პროდუქტების ჭამას   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილ ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარწყვი

მარწყვი –  მოწითალო ფერის ტკბილი, წვნიანი ხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მარცვალი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

მარცხენა

მარცხენა  –  ის მხარე, საითაც გულია   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მარცვალი

მარცვალი  – ზოგიერთი მცენარის პატარა, მომრგვალო თესლი ან ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories