ზრუნვა

ზრუნვა –  წუხილი, დარდი, ფიქრი ვინმეზე ან რამეზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ზევით აღმართული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა  დონეზე.  

Categories

ზოდიაქო

ზოდიაქო  _  ასტრონომიული კალენდარული ნიშნები, ცის სფეროს წარმოსახვითი სარტყელი, რომელიც შედგება  12 თანავარსკვლავედისაგან   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული, … Read more

Categories

ზედაპირი

ზედაპირი  _    საგნის გარეგანი, ზევითა ნაწილი, ზედაფენა, ზედა შრე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ვერ

ვერ –    უარყოფითი ნაწილაკი; იხმარება ზმნასთან და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ამა თუ იმ მოქმედების შესრულება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ვენა

ვენა –   სისხლძარღვი, რომლითაც სისხლი ცოცხალი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილებიდან მიედინება გულისაკენ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში გაშლილი და წინ გაწვდილია ზევით მიმართული მარცხენა ხელისგული ოდნავ მოხრილი თითებით, ამ ხელის ზედაპირზე მაჯასთან წინ და უკან განმეორებადი მოძრაობით ეხება მარჯვენა ხელის გაშლილი საჩვენებელი თითი, მარჯვენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად და ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი სრულდება … Read more

Categories

ველი

ველი –  დიდ ფართობზე გადაშლილი უტყეო ვაკე, ჩვეულებრივ ბალახიანი, დიდი მინდორი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მცენარე“ / „ამოსვლა“/ „აღმოცენება“ –  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაკე“ / „დაბლობი“ – … Read more

Categories

ვალი

ვალი  – სესხად აღებული ფული, ნისიად წაღებული საქონლის საფასური და სხვა მსგავსი თანხა, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი   ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი გაშლილი თითებით ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია ყელის დონეზე.

Categories

ეს

ეს –   ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

ერი

ერი   – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ენა

ენა – 1. პირის ღრუში მოთავსებული მეტად მოქნილი და მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელიც გემოს გამგები და სამეტყველო ბგერათა მაწარმოებელია; 2. ენა არის ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების საშუალება   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ეგ

ეგ –  პირის ან ჩვენებითი ნაცვალსახელი (მეორე პირთან ახლოს მყოფი)   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

დღე

დღე   _  დროის მონაკვეთი მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, დრო გათენებიდან დაღამებამდე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

დრო

დრო     _     ხანი, ჟამი, ვადა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

დონორი

დონორი  _  1. ადამიანი, რომელიც თავის სისხლს იძლევა ავადმყოფისათვის გადასასხმელად; 2. პირი, რომლის რაიმე ორგანოს გადაუნერგავენ სხვას; 3. დამფინასებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამედიცინო დახმარება“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკლავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ჯვარს წერს მარცხენა მკლავზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახმარება“ … Read more

Categories

დიახ

დიახ  _ ზრდილობიანი დასტური, თანხმობა   ჟესტი წარმოდგენილია დაქტილური ფორმით, ძველი ანბანის დაქტილებით (დ, ა).  

Categories