წყენა

წყენა  _  უკმაყოფილება, უსიამოვნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და თითები უფრო იხრება ფალანგებში, ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

წუნი

წუნი _  ნაკლი, დეფექტი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

წვლილი

წვლილი  _  მონაწილეობა, სხვებთან ერთად შესრულებული საქმე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ცერით მიმართულია წინ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცრუ

ცრუ  _  მატყუარა, ვინც ცრუობს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.      

Categories

ცოლ-შვილი

ცოლ-შვილი  _  ჯალაბობა, სახლეული, ოჯახი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება … Read more

Categories

ცვლილება

ცვლილება _  სხვაგვარად ქცევა, გარდაქმნა, გადასხვაფერება, შეცვლა, ცვალებადობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ცენტრი

ცენტრი  _ წერტილი, რომელიც თანაბარი მანძილით არის დაცილებული წრეხაზის  ყოველ წერტილს, რისამე შუაგული, შუა ადგილი, შუა ნაწილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია თითები, ქვევით ჩაწეულია შუათითი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი შუათითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

წყურვილი

წყურვილი  _  წყლის სმის სურვილი, ნდომა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ყელთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს და ხელი ეხება ყელს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია ყელისა და მკერდის დონეზე.

Categories

წყობა

წყობა  _ ლაგება, დება, განლაგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ცერები ეხება გაშლილი და წინ მიმართული თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

წყნარი

წყნარი   _      ნელი, აუჩქარებელი, მშვიდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ზედა  ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

წყლული

წყლული  _ ჭრილობა, იარა, სხეულის ჩირქოვანი ფორმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაგროვილი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა … Read more

Categories

წყენინება

წყენინება   _ საწყენი, არასასიამოვნო, გასაჯავრებელი რისამე შეხვედრება ან თქმა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინდისი“ _ მარცხნივ და ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული … Read more

Categories

წყევლა

წყევლა  _  კრულვა, შეჩვენება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სატანა“ _ მარჯვნივ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში გაშლილი თითები ფალანგებში იხრება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვიერი შეურაცხყოფა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია … Read more

Categories

წყარო

წყარო _   ზედაპირზე ამოხეთქილი მიწისქვეშა წყლის ნაკადი, მიწიდან ან კლდიდან გამომდინარე წყალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი მაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ – ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩანჩქერი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, … Read more

Categories

წყალდიდობა

წყალდიდობა  _ თოვლის დნობის ან დიდი წვიმების დროს მდინარეების, წყლების ადიდება (და ნაპირების გადმოლახვა).   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადიდება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი … Read more

Categories