წყალი

8

წყალი _   უფერული, გამჭვირვალე სითხე, რომელიც იხმარება სასმელად, სარეცხად, საბანად, სარწყავად

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  სახის დონეზე.

კატეგორია:

წუხილი

7

წუხილი  _  მოუსვენრობა, დარდი, ჯავრი, ვარამი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წუმპე

6

წუმპე  _  მყრალი ლაფი, დაგუბებული უსუფთაო წყალი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელის თითები გაშლილია, ხელები ინაცვლებენ პოზიციებს და კონფიგურაციებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წუთისოფელი

5

წუთისოფელი  _  ეს ქვეყანა, ამქვეყნიური ცხოვრება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „წუთი“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაქრობა“ _ ზევით მიმართული ხელისგულები გაშლილი თითების წვერებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოვრება“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წუთი

4

წუთი  _ დროის მონაკვეთი, რომელიც შეადგენს საათის ერთ მესამოცედ ნაწილს და შეიცავს სამოც წამს

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია,  რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით და მომდევნო ფაზაში ქვევით

მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წრე

3

წრე _  სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია წრეხაზით

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი,  წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წონა

2

წონა _  სასწორით რისამე სიმძიმის გაგება,  სხეულის სიმძიმე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წოლა

1

წოლა   _  დებით ყოფნა, დაწოლილი ყოფნა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგულზე განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წოდება

10

წოდება _ სახელის დარქმევა, დაძახება

 

ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, მარჯვენაზე მხოლოდ საჩვენებელი თითია გაშლილი და წინ მიმართული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან და ეხება მარცხენა ცერს; ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „მიცემა“ _ ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით და ცერებზე შემოხვეული საჩვენებელი თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

წნული

9

წნული  _ დაწნული, მოწნული,  ერთმანეთში გადახლართული მთლიანი რამ, ხლართი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთთან ხლოს განთავსებულია ხელები, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელები ინაცვლებენ პოზიციებს: ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარცხენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წნევა

8

წნევა _  1. ზედაპირის ფართობის ერთეულზე მოქმედი ძალა; 2. სისხლის გვერდული დაწოლა სისხლძარღვების კედლებზე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

წმინდა

7

წმინდა  _  შეურეველი, ხალასი, ანკარა, სუფთა, წმინდანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფთა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წმინდანი“ / „შარავანდენი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთთან ახლოს განთავსებულია ხელები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ურთიერთსაპირისპიროდ მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები ჩაკეცილი ცერებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წმენდა

6

წმენდა  _ ჭუჭყის მოცილება, გასუფთავება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით და მარჯვნივ, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით და მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წლიური

5

წლიური   _ რაც ერთი წლის განმავლობაში ხდება, თითო წლის ვადით განსაზღვრული, წლისა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადახდა“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხენა ხელისგულისკენ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელი მარცხენა ხელისგულის ზემოთაა განთავსებული და ცერი ეხება თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წელი“ _ სხეულისკენ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა სახის გარშემო. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

კატეგორია:

წრიალი

4

წრიალი _   მოუსვენრად მოძრაობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია: