წკეპლა

3

წკეპლა  _ ხის ფოთლებგაცლილი წვრილი ტოტი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხე“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მარჯვენა იდაყვს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ირიბ ვერტიკალზე, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე,

 

კატეგორია:

წიწმატი

2

წიწმატი  _ სპეციფიკური ცხარე გემოს მქონე მწვანილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანე“ _ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოთოლი“ _ ხელისგულები სხეულისკენაა  მიმართული, მარჯვენა ხელის ცერით და საჩვენებლი თითით შეკრულია წრე და ხელი ეხება იმავე კონფიგურაციის მარცხენა ხელის თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ზევითაა მიმართული, ცერი და საჩვენებლი თითი მოხრილია, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წიწკნა

1

წიწკნა  _   გლეჯა, დაქუცმაცება, წეწვა-გლეჯა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წიწილა

10

წიწილა  _ ახლად გამოჩეკილი ქათამი (ვარიობამდე)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ქათამი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წიწაკა

9

წიწაკა _  ბოსტნის კულტურული მცენარე მწარე ნაყოფით, ხმარობენ საჭმლის შესანელებლად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(წიწაკის) ფორმა“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ცერზე შემოხვეული საჩვენებელი თითით, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წისქვილი

8

წისქვილი   _   მარცვლეულის საფქვავი საგანგებო მოწყობილობა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წირვა

7

წირვა  _ მთავარი ქრისტიანული მღვდელმსახურება, რომელიც დღისით სრულდება

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წინასწარმეტყველება

6

წინასწარმეტყველება _ წინასწარ განჭვრეტა  რისამე; წინასწარ თქმა იმისა, თუ რა მოხდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინასწარ“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თქმულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წინასწარ

5

წინასწარ  _  რამეზე ადრე, რისამე მოხდენამდე, წინდაწინ, ადრევე

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წინაპარი

4

წინაპარი _  რამდენიმე თაობის წინ მცხოვრები სისხლით ნათესავი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ _ ლოყასთან განთავსებული ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ლოყას ეხება და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და  მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წინათგრძნობა

3

წინათგრძნობა _   რისამე მოხდენის ბუნდოვანი მოლოდინი, წინასწარი რწმენა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინასწარ“ _ მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გრძნობა“ _ ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული საჩვენებელი თითი ეხება გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წინადადება

2

წინადადება _ ენის კანონების მიხედვით ერთმანეთთან შეხამებული სიტყვების ჯგუფი, რომელიც დასრულებულ აზრს გადმოსცემს

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელები ერთმანეთს ეხება ამ თითებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ხდება პოზიციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წინააღმდეგი

1

წინააღმდეგი _  ვინც ეწინააღმდეგება, არ ეთანხნება ვისმე ან რასმე, მოწინააღმდეგე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება დაახლოებითი მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

წინ

10

წინ   _    ვისიმე ან რისამე პირის მხარეს, პირისპირ, პირდაპირ

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ცხვირს, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

წილი

9

წილი   _    ნ ა წ ი ლ ი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია  მარცხნივ,  მარცხენა _ მარჯვნივ, ხელები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით ერთმანეთზე ჯვარედინად არის დაწყობილი, მარჯვენა ხელი მარცხენაზეა განთავსებული და ასრულებს რკალური ტრაექტორიის მოძრაობას მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: