წითელი

წითელი  _  სისხლისფერი, ძოწისფერი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories წ

წიგნიერი

წიგნიერი  _  წერა კითხვის კარგი მცოდნე,  საფუძვლიანად განათლებული, ნაკითხი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წაკითხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განათლებული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩები თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. … Read more

Categories წ

წიგნი

წიგნი _  ერთად აკინძული ტექსტის შემცველი ნაბეჭდი ფურცლები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ  მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სიქრონული, განმეორებადი, განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, მომდევნო ფაზაში ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმაა, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ … Read more

Categories წ

წიაღი

წიაღი _ (მიწის) შიგნითა ნაწილი, სიღრმე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეშ“ _ მარჯვნივ  მიმართულია მარცხენა ხელისგული ზევით აღმართული და ზედა ფალანგებში ერთად … Read more

Categories წ

წვრილმანი

წვრილმანი  _ წვრილ-წვრილი, წვრილი, მცირე, უმნიშვნელო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წვრილმანი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით … Read more

Categories წ

წვრილი

წვრილი  _ მცირე დიამეტრის მქონე, ვიწრო, არაფართო, თხელი, გამხდარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულის წინ ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელები ერთმანეთს ეხება ამ თითებით, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ირიბი ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და … Read more

Categories წ

წვიმა

წვიმა  _  ატმოსფერული ნალექი, რომელიც წყლის წვეთების სახით ეცემა დედამიწაზე.   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories წ

წვერი

წვერი _ ადამიანის ყბებსა და ნიკაპზე ამოსული თმა   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ნიკაპის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories წ

წვენი

წვენი   _  საკვები პროდუქტების ნახარში ან ნაწური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური  სიტყვა-ჟესტი „დალევა“ _ მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, … Read more

Categories წ

წვეთი

წვეთი  _   სითხის პატარა მომრგვალო ნაწილაკი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories წ

წვა

წვა  _  მეტისმეტი გახურება, ცხუნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories წ

წესრიგი

წესრიგი  _ წესის მიხედვით გამართული ვითარება, დისციპლინა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სპირალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories წ

წესი

წესი _    გარკვეული ქცევის ნორმა, რიგი, ჩვეულება, კანონი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories წ

წერილი

წერილი _   ბარათი, ნაწერი,  ქაღალდი ზედ მოთავსებული ტექსტით, რომელიც ვისმე ეგზავნება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „წერა“ _ ზევით მიმართულია   მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და … Read more

Categories წ

წერა

წერა  _ ასოების გამოყვანა ქაღალდზე ან სხვა საწერ მასალაზე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია   მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხენა ხელისგულის ზემოთ  განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories წ