თლა

თლა   –  ზედაპირის თხელი ფენის აჭრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ოდნავ მოხრილია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თიხა

თიხა  – წმინდამარცვლოვანი დანალექი ქანი, რომელიც სველი იზილება და გაშრობის შემდეგ ინარჩუნებს მიღებულ ფორმას, გამოწვისას ქვასავით მაგრდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ხელის გაშლილი ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

თიკანი

თიკანი  –  ციკანი, თხის ნაშიერი ექვს თვემდე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „თხა“ – ხელისგული მიმართულია წინ, ხელი ზურგით ეხება შუბლს, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად … Read more

Categories

თითქმის

თითქმის –  ისე ან იმდენი, რომ ცოტაღა აკლდეს, ლამის, კინაღამ   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი ხება ნიკაპს, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თითო

თითო /თითოეული –  ყველა ცალ-ცალკე, თითო-თითოდ აღებული, ყოველი მათგანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,  გაშლილი და ერთმანეთთან ახლოს მიტანილია წინ მიმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თითი

თითი  – ადამიანის კიდურების (ხელის ან ფეხის) თითოეული ხუთ ბოლო ნაწილთაგანი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა ხელისგულის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თვრამეტი

თვრამეტი –  რიცხვი 18, ათი და რვა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია წინ, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თვლა

თვლა  –   რისამე რაოდენობის გარკვევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში თითები თანმიმდევრობით იშლება.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

თვიური

თვიური –  რაც ერთი თვის განმავლობაში ხდება, თითო თვის ვადით განსაზღვრული, რაც ყოველ თვე მეორდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წარბებს შორის სახეზე მიდებულია ზევით აღმართული ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

თვითნებური

თვითნებური  – თვითნებობაზე დამყარებული, თვითნებობის ხასიათისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ცერი ეხება სხეულს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხართან;  ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამოუკიდებელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული,  გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილია ცერი,  დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი, … Read more

Categories

თვითონ

თვითონ  – თვით, განსაზღვრებითი ნაცვალსახელი, რომელიც აღნიშნავს, რომ პიროვნება ან საგანი დამოუკიდებლად არის მოქმედი ან მოქმედების ობიექტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ცერი ეხება სხეულს ჯერ მარცხენა, შემდეგ კი მარჯვენა მხართან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

თვითნასწავლი

თვითნასწავლი  – ვინც თვითგანვითარებით (მასწავლებლის დახმარების გარეშე) მიიღო ცოდნა, განათლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვითონ“ – ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ცერი ეხება … Read more

Categories

თვითმფრინავი

თვითმფრინავი  – მოტორით მოძრავი საფრენი აპარატი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

თვე

თვე  – დროის ერთეული, ასტრონომიული წლის მეთორმეტედი ნაწილი (თვეების სახელებია: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წარბებს შორის სახეზე მიდებულია ზევით აღმართული ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

თვალისმომჭრელი

თვალისმომჭრელი  – თვალმომჭრელი, ელვარე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „თვალი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება თვალს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, წინ წაწეული მარჯვენა ხელით … Read more

Categories