თვიური

5

თვიური –  რაც ერთი თვის განმავლობაში ხდება, თითო თვის ვადით განსაზღვრული, რაც ყოველ თვე მეორდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ – წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წარბებს შორის სახეზე მიდებულია ზევით აღმართული ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა –  წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.