შეხსენება

შეხსენება  _   ვინმესთვის დავიწყებულის მოგონება, გახსენება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება თავს, მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში ერთად მოხრლია წინ მიმართული თითები, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

შეხვეწნა

შეხვეწნა  _  მუდარით თხოვნა, ხვეწნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მუდარა“ _ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე მიდებული ხელისგულები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ხვეწნა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ყელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და ყელის დონეზე.

Categories

შხამი

შხამი  _  საწამლავი ნივთიერება, გესლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ _ ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში … Read more

Categories

შფოთი

შფოთი  _ ალიაქოთი, არეულობა, აურზაური, ჩხუბი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, ხელი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვიულობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა … Read more

Categories

შუქი

შუქი  _  თვალის მიერ აღქმული სხივური ენერგია, რითიც ირგვლივ მყოფი საგნები ხილული ხდება, სინათლე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება ფალანგებში მოხრილი თითების წვერებს, ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

შურისძიება

შურისძიება  _ მიყენებული შეურაცხყოფის, დამცირების, მწუხარების ან ვნებისათვის სამაგიეროს გადახდა, შურისგება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები და ხელები … Read more

Categories

შური

შური  _  წუხილი, სინანული სხვისი სიკეთის გამო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს, ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

შუბლი

შუბლი   _  ადამიანის ან ცხოველის სახის ზედა, თვალებს ზევითა ნაწილი   ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება შუბლს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შუაზე

შუაზე  _    თანაბარად გაყოფილი, შუაზე გაყოფილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შუა

შუა  _   ორი წერტილიდან თანაბარი მანძილით დაშორებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, მარჯვენა ხელით  სრულდება მოძრაობა ქვევით და შუა თითით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შრომა

შრომა _   ადამიანის მიზანშეწონილი ფიზიკური თუ გონებრივი მოქმედება, გარჯა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

შორს

შორს  _  დიდ მანძილზე, დაშორებით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შოთი

შოთი _   გრძელი თონის პური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(პურის) ცხობა“  _ მარჯვნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(შოთი პურის) … Read more

Categories

შოვნა

შოვნა _  მოპოვება, შეძენა, მიგნება, ხელთება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ოდნავ ეხება მარცხენა ხელისგულს და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

შიში

შიში   _   მოსალოდნელი საფრთხის განცდით გამოწვეული წუხილი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ერთმანეთთან შეტყუპებული და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories