შურისძიება

7

შურისძიება  _ მიყენებული შეურაცხყოფის, დამცირების, მწუხარების ან ვნებისათვის სამაგიეროს გადახდა, შურისგება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შური“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები და ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ბოლო ფაზაში ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სამაგიეროს გადახდა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით  სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და გაშლილი თითებით ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.