შფოთი

9

შფოთი  _ ალიაქოთი, არეულობა, აურზაური, ჩხუბი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, ხელი ეხება მკერდს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნერვიულობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.