სურათი

სურათი   _  ნახატი, ან ქაღალდზე გამოსახული ფოტო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, სახის წინ, მარცხენა კი _ მკერდთან. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სტომატოლოგი

სტომატოლოგი  –   კბილის ექიმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ – მარცხენა ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ … Read more

Categories

სპონსორი

სპონსორი  –    ფინანსური მხარდამჭერი, დამფინანსებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ დაფინანსება“ – მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

სიძულვილი

სიძულვილი _ მტრობის, არაკეთილგანწყობილების უარყოფითი გრძნობა, მძულვარება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სირცხვილი

სირცხვილი _   გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა ან საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მოხრილი თითების ზურგით ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სირბილი

სირბილი  _  რბენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და მომდევნო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სინესტე

სინესტე  _  ნესტის ქონა, ტენიანობა, ნესტიანობა, სინოტივე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი თითები, ბოლო ფაზაში ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმსუბუქე

სიმსუბუქე   _  სიმჩატე, მცირე წონის ქონა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სიმინდი

სიმინდი  _ მარცვლოვანთა ოჯახის ტაროებიანი, პურეული მცენარე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სილამაზე

სილამაზე  _   სასიამოვნო გარეგნობის, კარგი შესახედაობის ქონა, სიმშვენიერე, სიტურფე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი ეხება ლოყებს ნიკაპთან, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სიზმარი

სიზმარი _ ძილში ნახული წარმოდგენები და სახეები, რაც მძინარეს ესახება, ესიზმრება,ზმანება   ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრი   –   სარეგისტრაციო დაწესებულება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“  –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“  – ზევით მიმართულია … Read more

Categories

საჯარიმო

საჯარიმო   –  ჯარიმისათვის განკუთვნილი, ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარიმა“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories

სახსარი

სახსარი  –   ძვლების დაბოლოებათა მოძრავი შეერთება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, ხელები ერთმანეთზე გადაჭდობილია შუა და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საჭე

საჭე  –    ავტომობილის (გემის, თვითმფრინავის) მოძრაობის სამართავი მოწყობილობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories