მოწონება

მოწონება  –  კარგად მიჩნევა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი მოძრაობს სახისკენ და ეხება ცხვირს, ბოლო ფაზაში ყველა თითი ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მოწმობა

მოწმობა  –  ოფიციალური დოკუმენტი, ცნობა, რითაც რაიმე დასტურდება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაშლა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული  თითებით, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

მოწმე

მოწმე – რაიმე შემთხვევის დამსწრე, მნახველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოწმეობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ერთმანეთისკენ და განზე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მოწინააღმდეგე

მოწინააღმდეგე  – ვინც წინააღმდეგია ვისიმე ან რისამე, დაპირისპირებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინაღმდეგობა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელი სინქრონულად მოძრაობს წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული … Read more

Categories

მოწაფე

მოწაფე –  დაწყებითი ან საშუალო სკოლის მოასწავლე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, … Read more

Categories

მოწამლული

მოწამლული –  ვინც ან რაც მოწამლეს ან მოიწამლა, ვისაც რამემ აწყინა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი, მოანცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ … Read more

Categories

მოძველებული

მოძველებული –  რაც მოაძველეს ან მოძველდა,  დაძველებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ლოყასთან ხელი ქვევით მოძრაობს და სახეს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

მოციმციმე

მოციმციმე  –   რაც ციმციმებს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია თითები მარჯვენა ხელზე, მარცხენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, სრულდება კონფიგურაციის მონაცვლეობითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა ხელის თითები, მარჯვენა კი  შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მოცეკვავე

მოცეკვავე –  ცეკვის მცოდნე, ცეკვის ოსტატი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცეკვა“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელები მაჯაში ტრიალებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

მოშხამვა

მოშხამვა  –  შხამით მოწამვლა, დაგესვლა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „ენა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია ტუჩებთან  განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

მოყოლა

მოყოლა –  მოთხრობა რამის, მბობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, შუა თითები და ცერები წვერებით ეხება ერთმანეთს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ზევით აღმართული თითები ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოყვანა

მოყვანა  – იქიდან აქამდე წამოყვანა, თან მოყოლება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ქვევით მიმართული მარცხენა ხელისგული განთავსებულია მარჯვენა ხელის ქვეშ, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს და სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მოღუნული

მოღუნული –  მოხრილი, მოდრეკილი, მოზნექილი, მოკაკული   ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა იდაყვის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მოღრუბლული

მოღრუბლული –  ღრუბღით დაფარული, ღრუბლიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მოღვაწეობა

მოღვაწეობა –  სისტემატური და ნაყოფიერი შრომა საზოგადოების სასარგებლოდ   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „აქტიური“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მონაწილეობა“ / „გამოსვლა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით … Read more

Categories