მოღვაწეობა

2

მოღვაწეობა   სისტემატური და ნაყოფიერი შრომა საზოგადოების სასარგებლოდ

 

სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „აქტიური“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მონაწილეობა“ / „გამოსვლა“ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მესამე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვაში გამოსვლა“ ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.