მოწამლული

1

მოწამლული   ვინც ან რაც მოწამლეს ან მოიწამლა, ვისაც რამემ აწყინა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია სახის წინ განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი, მოანცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.