მოწმობა

5

მოწმობა    ოფიციალური დოკუმენტი, ცნობა, რითაც რაიმე დასტურდება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „გადაშლა“ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული  თითებით, რკალური ტრაექტორიით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარათი“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილი ცერებით და საჩვენებელი თითებით გამოსახულია ოთხკუთხედი ფორმა, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ: ერთმანეთისკენ და განზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.