მოშხამვა

7

მოშხამვა    შხამით მოწამვლა, დაგესვლა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „ენა“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამალი“   ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია ტუჩებთან  განთავსებული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.