მოწინააღმდეგე

3

მოწინააღმდეგე  ვინც წინააღმდეგია ვისიმე ან რისამე, დაპირისპირებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წინაღმდეგობა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელი სინქრონულად მოძრაობს წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.