მოედანი

მოედანი  – შენობებით შემოფარგლული ფართო და სწორი ადგილი ქალაქში ან სოფლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მოგროვება

მოგროვება  –  ერთად თავის მოყრა, შეკრება, შეგროვება, მოქუჩება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მოგონება

მოგონება  – გახსენება, მეხსიერებაში აღდგენილი წარსული   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება საფეთქელს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories მ

მოგზაურობა

მოგზაურობა  – სხვადასხვა მხარეში სიარული, მგზავრობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მოგზაური

მოგზაური  – ვინც სხვადასხვა მხარეში მგზავრობს, სხვადასხვა მხარეს ეცნობა, ათვალიერებს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგზაურობა“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და შეტყუპებული თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, სრულდება განმეორებადი, მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories მ

მოგვიანებით

მოგვიანებით –  ცოტა გვიან, გვიან   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მოგვარება

მოგვარება  – მოწესრიგება, მოწყობა, მოხერხება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კეთება“ – სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელი ზემოდან ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზადება“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories მ

მოგება

მოგება –  თანხა, რომლითაც შემოსავალი დანახარჯს აღემატება, სარფა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხნივ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ეხება  მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories მ

მობრძანება

მობრძანება  –  მოსვლა, მოყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მობრუნება

მობრუნება  – პირის აქეთ მოქცევა; პირით აქეთ მოქცევა, შეტრიალება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ვერტიკალზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია მარცხენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი და ქვევით მიმართულია მარჯვენა საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ, მარცხენა საჩვენებელი თითის ირგვლივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories მ

მობეზრება

მობეზრება – დაღლილობა, მოწყენილობა, უინტერესობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით ხელი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მოახლოება

მოახლოება – ახლოს მოტანა (მოყვანა), ახლოს მოსვლა, დაახლოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ / „ცხვირწინ“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირის წვერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ახლოს“ – სხეულისკენ მიმართულია  … Read more

Categories მ

მოაზროვნე

მოაზროვნე  – ვინც აზროვნებს, აზროვნების უნარის მქონე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები … Read more

Categories მ

მოადგილე

მოადგილე  – ხელმძღვანელის თანაშემწე, მონაცვლე, შემცვლელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით მოძრაობს და საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა ცერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories მ

მნიშვნელოვანი

მნიშვნელოვანი  – საყურადღებო, საგულისხმო, ანგარიშგასაწევი, შესამჩნევი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი  „მნიშვნელობა“ – სხეულისკენ  მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს,  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დიდებული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად. ჟესტი … Read more

Categories მ