მნიშვნელოვანი

8

მნიშვნელოვანი  საყურადღებო, საგულისხმო, ანგარიშგასაწევი, შესამჩნევი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი  „მნიშვნელობა“ სხეულისკენ  მიმართულია ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს,  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დიდებული“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.