მოაზროვნე

10

მოაზროვნე  – ვინც აზროვნებს, აზროვნების უნარის მქონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და საფეთქელზე მიდებულია საჩვენებელი თითი, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა;

დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.