მოახლოება

1

მოახლოება ახლოს მოტანა (მოყვანა), ახლოს მოსვლა, დაახლოება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ / „ცხვირწინ“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირის წვერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ახლოს“ სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობას წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.