კუთხე

კუთხე  _   ერთი წერტილიდან გამოსულ ორ სწორ ხაზს შორის მოქცეული ფართობი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება დაახლოებითი მოძრაობა და ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კუთვნილი

კუთვნილი  _   რაც ვისმე ეკუთვნის, ვისიმე საკუთრებას წარმოადგენს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული  ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კუზი

კუზი  _  ხერხემლის ან გულ-მკერდის ძვლების დამახინჯებით გამოწვეული ამოზნექილობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხართან ახლოს მიტანილი ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

კუდიანი

კუდიანი _   1. კუდის მქონე;  2.გრძნეული, ჯადოსანი ქალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანგარება“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ … Read more

Categories

კუდი

კუდი  _   ცხოველთა სხეულის ბოლო, მოძრავი დანამატი კუდუსუნის ძვალზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

კუბო

კუბო  _   მიცვალებულის ჩასასვენებელი ყუთი ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

კრუნჩხვა

კრუნჩხვა  _    მოკაკვა, მოხრა, კუნთების უეცარი, მძაფრი, უნებლიე შეკუმშვა, ტკივილიანი სპაზმი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში  ფალანგებში მოხრილია თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კრიტიკოსი

კრიტიკოსი  _  1. ლიტერატორი, რომელიც მხატვრული ნაწარმოების კრიტიკას ეწევა, მხატვრული ნაწარმოების გამრჩევი და შემფასებელი (პროფესიით) 2. ვინც კრიტიკას ეწევა, სუსტი მხარეების მძებნელი, გამკილავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრიტიკა“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ … Read more

Categories

კრიტიკა

კრიტიკა  _   გარჩევა, განსჯა, ღირსება-ნაკლოვანებების შეფასება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, წინ  მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და მარჯვენა მაჯა ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

კრეჭა

კრეჭა  _  კბილების კრეჭა და ღრეჭა; უხეირო, ულაზათო სიცილი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, წინ მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

კრემი

კრემი   კოსმეტიკური საცხი, კანის დასარბილებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარჯვენა ლოყას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

კრემი

კრემი _   1. სადესერტო ტკბილეული, ნაღებთან ათქვეფილი შაქრით, ან კვერცხით, ხილეულის წვენით და სხვ.   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტკბილი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება და ხელი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრემი“ _ მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

კრება

კრება _    1.  ორგანიზაციის ან  ჯგუფის წევრთა თავმოყრა რაიმე საკითხის გადასაწყვეტად, სათათბიროდ; 2. ერთად თავმოყრილ, შეკრებილ ადამიანთა ჯგუფი, კრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები მონაცვლეობით ეხება ლოყებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის … Read more

Categories

კოხტა

კოხტა  _   სასიამოვნო გარეგნობის მქონე, მოხდენილი, ლამაზი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი ეხება ლოყებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

კოცონი

კოცონი _   ცის ქვეშ დანთებული დიდი ცეცხლი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ნეკის და ცერის წვრები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories