გეზი
გეზი – ალღო, გზის ცოდნა ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
გეზი – ალღო, გზის ცოდნა ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და წინ მიემართება. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.
გედი – ყელმაღალი ბატისებრი გარეული ფრინველი ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეთრი“ – ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მკერდს, მომდევნო ფაზაში გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი … Read more
გეგმა – 1. ნახაზი, რომელიც გამოხატავს რაიმე საგანს; 2.ღონისძიებათა, მოქმედებათა წინასწარ შემუშავებული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა შესრულების წესს, თანამიმდევრობას, ვადებს ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს, … Read more
გაჯიუტება – გაკერპება, თავნებობა ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შებლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში მხრების დონეზე განთავსებული ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
გაჯი – შიდა კედლების გასალესი მიწის მასალა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა – მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერით მიმართულია მარცხნივ, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით, ცერი მსუბუქად ეხება ზედა ტუჩს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ლესვა“ – მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული … Read more
გახუნება – ფერის დაკარგვა, ფერის წახდენა, გაუფერულება, გაბაცება ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი: „ფერი“ – ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის დონეზე და ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღია“ /„ნათელი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, ცერები ეხება თითების წვერებს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი … Read more
გახუმრება – სახუმარო რაიმეს თქმა ან ჩადენა, ხუმრობით მიმართვა ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხუმრობა“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითების რხევით, ცერი ეხება ცხვირის წვერს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ – ხელისგულები და თითები მიმართულია ზევით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია … Read more
გახსნა – შეკრულის, გაკვანძულის გაშლა, გამოხსნა – გაჭრით გახსნა ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვნივ მიმართულია გაშლილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, საჩვენებელი და შუა თითები ფართოდაა გაშლილი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და გაშლილი თითები ერთმანეთს ეკვრის. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more
გახსნა – შეკრულის, გაკვანძულის გაშლა, გამოხსნა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები ფალანგებში მოხრილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
გახმაურება – 1.ხმის გამოცემა, ხმაურის დაწყება; 2. გამომჟღავნება, გავრცელება (რაიმე ამბისა…) ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება წინ მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
გახვრეტა – რამეზე ხვრელის დასმა, ნახვრეტის გაკეთება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
გახეხვა – 1. ხეხვით ზედაპირის გაცლა, გასუფთავება, გაწმენდა-გაპრიალება; 2. წვრილად დანამცეცება-დაქუცმაცება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელისგულია გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
გახედვა – შიგნიდან გარეთ (აქედან იქით) თვალის მიპყრობა, შეხედვა. ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, ხელისგული სახისკენაა მიმართული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით ხელი წინ გადაადგილდება, ბოლო ფაზაში ხელისგული წინაა მიმართული იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.
გახდომა – სიმსუქნის მოკლება, ხორცის დაყრა, დამჭლევება ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია განზე გაწეული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში წრიულად მოხრილი თითებით, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით მარცხენა ხელი ზემოდან ადევს იმავე კონფიგურაციის მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
გახდა – ჩაცმული რაიმეს მოშორება, მოცილება, გაძრობა ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.