გამოშვება

გამოშვება  –   სასწავლებლის დამამთავრებელი კურსი     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია თითები, შუა თითები ქვევითაა ჩაწეული და ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამოყოფა

გამოყოფა –   ტერიტორიის, ფართის, ოთახის მიცემა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულის ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ჯერ მარჯვნივ, მერე –  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოყოფა

გამოყოფა  –  ვინმესგან ან რამისგან განსხვავება, გამორჩევა, ხაზგასმა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი, მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით მიმართულია მარცხნივ, მარჯვენა ხელი ასრულებს განმეორებად რკალურ მოძრაობას მარცხნივ-მარჯვნივ და ზემოდან ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოყოფა

გამოყოფა (ოფლის)–   შიგნიდან გარეთ გადმოღვრა, გამოწევა ან გამოშვერა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოფლი“–  ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამოტეხვა“ / „გამოტანა“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელი ეხება მკერდს და … Read more

Categories

გამოყვანა

გამოყვანა  –  იქიდან აქეთ მოყვანა, ან შიგნიდან გარეთ წამოყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოყენება

გამოყენება   –    მოხმარება, სარგებლობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი  თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამოღმა

გამოღმა  –   აქეთა მხარე, აქეთა ნაპირი, აქეთა კიდე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით მიმართულია სხეულისკენ, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

გამოქვეყნება

გამოქვეყნება  –    დაბეჭდვა, გავრცელება, გახმაურება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელი იდაყვში მოხრილია, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, შუა თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება მოძრაობა წინ რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

გამოქვაბული

გამოქვაბული –    მცირე ოთახივით სივრცე კლდეში ან მიწაში   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი – მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი წინ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბნელი“ ––  სხეულისკენ მიმართულია სახეზე აფარებული ხელისგულები ფართოდ … Read more

Categories

გამოფხიზლება

გამოფხიზლება  –   ძილიდან, ბურანიდან გამოსვლა, გაღვიძება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერი  და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, საჩვენებელი თითები ზევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები ზევითაა აღმართული და დახუჭული თვალები გახელილია. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.

Categories

გამოუთქმელი

გამოუთქმელი  –   რაც ვერ ითქმება, რაც სიტყვებით ვერ გადმოიცემა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“  –  მარცხენა ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ და სხეულისკენ, გაშლილი და ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და ცერი თითები გამოსახავენ ღია წრეს, დანარჩენი თითები … Read more

Categories

გამონაკლისი

გამონაკლისი  –   საერთო წესიდან გასული, გამოკლებული, თავისებური   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

გამომშვიდობება

გამომშვიდობება  –  დაშორებისას გამოთხოვება, დამშვიდობება, გამოსალმება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

გამომუშავება

გამომუშავება –  შრომით რაიმე ღირებულების შექმნა, რაიმეს მიღება, მოპოვება, დამზადება, გამოშვება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შრომა” – ხელისგულები მიმართულია ქვევით, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიღება“ … Read more

Categories

გამოლაგება

გამოლაგება  –   გამოწყობა, გამოდგმა, გამოტანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ორივე ხელი მონაცვლეობით მოძრაობს ზევით-ქვევით, ზევით წამოწევისას თითები თანაბრად იხრება ზედა ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories