განტვირთვა

განტვირთვა  – რაიმე დატვირთვის შემცირება, ემოციებისგან დაცლა, განმუხტვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები წინ მოძრაობს და მომდევნო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები თითების წვერების ეხება, სრულდება მოძრაობა წინ, ბოლო ფაზაში თითები ფართოდ გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

განსხვავება

განსხვავება –  ნიშანი, რომლითაც ერთი საგანი მეორისაგან გამოირჩევა, განსხვავდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი, მონაცვლებითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

განსვენებული

განსვენებული –  მიცვალებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საფლავი“ /“კუბო“ –  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, შეტყუპებული და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით ერთმანეთზე … Read more

Categories

განსახიერებული

განსახიერებული  –  წარმოდგენილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსახიობობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითებით ხელები რიგრიგობით ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაწერა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელისგულზე განთავსებული და წინ … Read more

Categories

განსაცდელი

განსაცდელი –  ხიფათი, ფათერაკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბედი“ – ხელი მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით ჯვარი იწერება შუბლზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წამება“ / „ტანჯვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, … Read more

Categories

განსასჯელი

განსასჯელი  –  ვისაც განსჯიან, ბრალდებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბრალი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

განსაკუთრებული

განსაკუთრებული  –    გამორჩეული, საკუთრივ სხვანაირი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ცერი მარცხენას ჯერ შიდა მხრიდან ეხება, შემდეგ გარედან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

განსაკუთრებული

განსაკუთრებული –  გამორჩეული, საკუთრივ სხვანაირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განსხვავებული“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აწეულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცალკე“ – ერთმანეთისკენ … Read more

Categories

განოყიერება

განოყიერება _   ყუათიანად, მაწიერად ქცევა, მიწის გასუქება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, … Read more

Categories

განმტკიცებული

განმტკიცებული  –  მტკიცედ ქცეული, გამაგრებული, გაძლიერებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განმტკიცება“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა  ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რწმენა“ – ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ … Read more

Categories

განმტკიცება

განმტკიცება  –  მტკიცედ ქცევა, გამაგრება, გაძლიერება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული  მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

განმასხვავებელი

განმასხვავებელი  –  რაც ქმნის სხვაგვარობას, რაც განასხვავებს   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთზე წვერებით მოდებულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

განმარტებული

განმარტებული  – რაც ახსნეს, განსაზღვრეს, განმარტეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი ცერით და საჩვენებელი თითით გამოსახულია ღია წრე, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა … Read more

Categories

განმარტებითი

განმარტებითი  –  რაც ხსნის, განსაზღვრავს, გასაგებად, ნათლად გადმოცემს   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“  – ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიტყვა“ – მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელი მოძრაობს მარცხნივ და ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; … Read more

Categories

განმარტება

განმარტება  –  ახსნა, განსაზღვრა, გასაგებად, ნათლად გადმოცემა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, ცერები და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები ფართოდაა გაშლილი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories