განოყიერება

3

განოყიერება _   ყუათიანად, მაწიერად ქცევა, მიწის გასუქება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელს გაშლილი თითებით უჭირავს გაშლილი მარცხენა ნეკი, მარცხენა ხელის დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რბილი“ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ცერები სინქრონული მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.