განსაკუთრებული

4

განსაკუთრებული   გამორჩეული, საკუთრივ სხვანაირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „განსხვავებული“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აწეულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცალკე“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ცერი მარცხენას ჯერ შიდა მხრიდან ეხება, შემდეგ გარედან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.