ეს

ეს –   ნაცვალსახელი, მიუთითებს პირველ პირთან ახლო მყოფ საგანზე   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მხართან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

ერი

ერი   – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოშობილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და ფსიქიკური წყობის ერთობის ბაზაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, თითები ეხება შუბლს, რკალური ტრაექტორიით სრულდება მარჯვნივ და ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ენა

ენა – 1. პირის ღრუში მოთავსებული მეტად მოქნილი და მოძრავი კუნთოვანი ორგანო, რომელიც გემოს გამგები და სამეტყველო ბგერათა მაწარმოებელია; 2. ენა არის ურთიერთობისა და აზრთა გაზიარების საშუალება   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ტუჩებს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ეგ

ეგ –  პირის ან ჩვენებითი ნაცვალსახელი (მეორე პირთან ახლოს მყოფი)   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ერთობა

ერთობა  – ერთიანობა, ერთსულოვნება, ერთი პირის ქონა, თანხმობა, ერთმანეთისათვის მხარის მიცემა, სოლიდარობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით, ზეცით აღმართული ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ეჭვიანი

ეჭვიანი  –  ვინც ყველაფერს ეჭვით უყურებს, ეჭვით, უნდობლობით  შეპყრობილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, შუა თითების წვერები ეხება ცერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ეჭვი

ეჭვი   –   უნდობლობა, დაურწმუნებლობა   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია და ნიკაპზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტს ახლავს სათანადო მიმიკა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეშხიანი

ეშხიანი –  ეშხის მქონე,  ტურფა, მომხიბლავი, მიმზიდველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახე“  – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სახისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება წრიული მოძრაობა სახის გარშემო; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მშვენიერი“ – ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ცერებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და … Read more

Categories

ეშმაკობა

ეშმაკობა  –  მოხერხებულობა, გაქნილობა, მზაკვრობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ეშმაკი

ეშმაკი –  ბოროტი, ავი სული, მავნე სული, სატანა, მაცდური   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზემოთ აღმართულია საჩვენებელი თითი, გაშლილი და სახისკენ მიმართულია  ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ეშვი

ეშვი  – ძუძუმწოვარი ცხოველის კბილი, რომელიც სხვა კბილებთან შედარებით გრძელია და წვეტიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, იკონური, სტატიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ექსპრესი

ექსპრესი   – ძალიან სწრაფი მატარებელი (გემი და სხვ.), რომელიც ჩერდება მხოლოდ დიდ სადგურებზე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ჯერ დაახლოებითი მიმართულების, შემდეგ კი – განსვლითი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ექსპერტიზა

ექსპერტიზა  – საკითხის განხილვა ექსპერტების მიერ დასკვნის მისაცემად   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „გამომძიებელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი  და  საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ –  მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, … Read more

Categories

ექსპერტი

ექსპერტი  – საქმის მცოდნე, სპეციალისტი, რომელსაც იწვევენ რაიმე საკითხის, რაიმე საქმის შესახებ დასკვნის მისაცემად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“– მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტი  – მეცნიერული ცდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ –  მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და ზევით აღმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „.ანალიზი“ / „შემოწმება“ – ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა … Read more

Categories