დახვრეტა

8

დავრეტ _ 1. ხვრელების  დასმა, ნახვრეტების გაკეთება; 2. მოკვლა, დახოცვა (ტყვიის დაშენით)

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზემოთ განთავსებულია წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ზემოდან ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დახვრეტა

7

დავრეტ  _ რამეზე ხვრელების  დასმა, ნახვრეტების გაკეთება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ წაწეული მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დახეული

6

დახეული  _ ნახევებად ქცეული, დაგლეჯილი, დაფლეთილი, დაფხრეწილი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით და ერთმანეთს მსუბუქად ეხება ხელები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დახეთქება

5

დახეთქება  _  ძირს დაცემა, დახლა, დანარცხება

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

დახევა

4

დახევა _  ნახევებად ქცევა, დაგლეჯა, დაფლეთა, დაფხრეწა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ  მიმართულია ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთს მსუბუქად ეხება ხელები, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და სცილდება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაჭრილი

3

დაჭრილი  _  რაც ან ვინც  დაჭრეს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჭრა“ _ სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაჭრა

2

დაჭრა  _  დანით ან სხვა მჭრელი იარაღით ჭრილობის მიყენება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია წინ წაწეული ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და გაშლილი თითი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაჭმუჭნა

1

დაჭმუჭნა  _ სწორი, გლუვი რისამე (ქსოვილის, ქაღალდის) დანაოჭება, დასრესა, დაკუმშვა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთს ეხება ხელები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

დაქორწინება

9

დაქორწინება  _ შეუღლება (ქალ-ვაჟისა), ცოლის შერთვა ან გათხოვება, დაოჯახება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, ბოლო ფაზაში თითები გაშლილია და მხოლოდ ცერია ჩაკეცილი. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

დაქანება

8

დაქანება  _ დახრა, დაშვება, თავქვე გაქანება, ჩასრიალება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევითვე მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ასრულებს მოძრაობას დახრილი ტრაექტორიით მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დაფიქრება

7

დაფიქრება  _ ფიქრის რამეზე მიპყრობა, ფიქრს მიცემა; საგონებელში ჩავარდნა

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს საფეთქელთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

დაფერვა

6

დაფერვა  _  ფერის მიცემა, შეფერვა, შეღებვა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შეღებვა“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფერი“ _ ხელისგული მარჯვნივაა მიმართული, ხელი გაშლილი თითებით ზემოდან ქვემოთ რკალურ მოძრაობას ასრულებს სახის წინ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა  და სახის დონეზე.

კატეგორია:

დატირება

5

დატირება  _  ტირილით გლოვა, ტირილი (მიცვალებულისა)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საბოლოო“ _ ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,  ზურგებით ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გლოვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის, სახისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

დატენვა

3

დატენვა  _  გავსება, შევსება, მჭიდროდ გავსება, დამუხტვა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით  მოძრაობს ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

დატარება

2

დატარება  _   წაღებ-წამოღება; მიტან-მოტანა დანიშნულებისამებრ

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წრიული ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

კატეგორია: