ჩაქაფული

ჩაქაფული  _  ცხვრის ხორცის კერძი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას, ბოლო ფაზაში მარცხენა ხელი ადევს მარჯვენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩაი

ჩაი _  მარადმწვანე ბუჩქი, რომლისგანაც ამზადებენ კვების პროდუქტს და იყენებენ ცხელი სასმელის დასამზადებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ და ქვევით მიმართულია პირის წინ განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება შუა და საჩვენებელი თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ჩხუბი

ჩხუბი  _ უსიამოვნო დავიდარაბა, აყალმაყალი, აურზაური, შეხლა-შემოხლა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, საპირისპირო მოძრაობა: ხან განსვლითი, ხან დაახლოებითი ტრეაქტორიით. ჟესტი წარმოდგენილია  მხრების დონეზე.

Categories

ჩხრეკა

ჩხრეკა  _  ქექა, შემოწმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაყოფა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულაი მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

ჩხვლეტა

ჩხვლეტა _  წვეტიანი რისამე ჩარჭობა, გაყრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი საჩვენებელი თითით ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, შემდეგ სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი … Read more

Categories

ჩქმეტა

ჩქმეტა  _ სხეულზე ხორცის წეწკვა თითების მოჭერით, პწკენა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, ცერი ეხება საჩვენებელი თითის შუა ნაწილს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

ჩქარი

ჩქარი  _  სწრაფი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით აღმართული ცერებით, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩქარა

ჩქარა _  სწრაფად, მცირე დროის განმავლობაში   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩურჩხელა

ჩურჩხელა _  თათარაში ამოვლებული ნიგვზის, თხილის ან ჩამიჩის ასხმულა   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, წინ  მიმართულია სახესთან განთავსებული  ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, მომდევნო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩურჩული

ჩურჩული   _  უხმოდ, მეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურში თქმა“ /  „ჩურჩული“ _ მარცხნივ მიმართულია სახესთან განთავსებული  ხელისგული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე … Read more

Categories

ჩუმი

ჩუმი _   ხმადაბალი, დაბალი ხმიერების მქონე, წყნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“_ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიწყნარე“ _ ქვევით მიმართულია ერთად განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი, წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად … Read more

Categories

ჩოხა

ჩოხა _  მამაკაცის ნაციონალური სამოსელი, იცვამენ ახალუხს ზევიდან   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი ქვემოთ დაშვებული თითებით, მკერდის ზედა დონეზე ცერები ეხება სხეულს, იდაყვები განზეა გაწეული. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.  

Categories

ჩოჩქოლი

ჩოჩქოლი _  შეშფოთებით, აღელვებით გამოწვეული მოძრაობა და ყრუ ხმაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტვა-ჟესტი „ხმაური“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ყურებთან განთავსებული ხელისგულები, შუა თითები და ცერები  ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხმრავლობა“ / „ბაზარი“ _  ქვევით მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

ჩონჩხი

ჩონჩხი _  ძვლების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ხერხემლიანთა სხეულის მყარ საფუძველს   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ჩიჩინი

ჩიჩინი _  ერთისა და იმავეს დაჟინებით ლაპარაკი რისამე ჩაგონების მიზნით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ორჯერადი, სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია  მხრების დონეზე.

Categories