ჩურჩული

4

ჩურჩული   _  უხმოდ, მეტისმეტად ხმადაბლა, ჩუმად ლაპარაკი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყურში თქმა“ /  „ჩურჩული“ _ მარცხნივ მიმართულია სახესთან განთავსებული  ხელისგული, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ცერი განმეორებადი მოძრაობით ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.