ჩხრეკა

10

ჩხრეკა  _  ქექა, შემოწმება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაყოფა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, წინ მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულაი მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ანალიზი“ / „შემოწმება“ _ ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.