ბოლი

ბოლი  _ კვამლი,  წვის შედეგად გამოყოფილი თეთრი  ან მონაცრისფრო აირადი ნივთიერება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება თმებს საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვამლი“_ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა … Read more

Categories

ბოკვერი

ბოკვერი  _ ლომის ან ვეფხვის ლეკვი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზოლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითებით, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება განსვლითი მოძრაობა სხეულზე შეხებით: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი, ქვევით დაშვებული თითებით, … Read more

Categories

ბოთლი

ბოთლი  _  შუშის ან სინთეტიკური მასალის მომცრო ვიწროყელიანი ჭურჭელი სითხისათვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელი და მუშტად შეკრული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, მარჯვენა იდაყვს ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით და ზურგით ეხება მარჯვენა იდაყვს, მარჯვენა ხელი მაჯაში ტრიალებს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა … Read more

Categories

ბოდიში

ბოდიში  _  წუხილის გამოთქმა, პატიების თხოვნა თავისი შეუფერებელი საქციელისა თუ სიტყვის გამო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია  მარჯვენა ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელი გაშლილი თითებით ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს, შემდეგ ფაზაში მარჯვენა ხელის გაშლილი თითები ფალანგებში იკეცება მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ბოდვა

ბოდვა  _ უაზრო და არეულ-დარეული ლაპარაკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლაპარაკი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით სახის წინ სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არეული“ _ ხელისგულები მუშტად შეკრული … Read more

Categories

ბობოქარი

ბობოქარი _  მღელვარე, ძლიერ მშფოთვარე, აბობოქრებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.

Categories

ბნელი

ბნელი _  სინათლეს მოკლებული,  ისეთი, რომ თვალი ვერაფერს არჩევს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები ქვევით ეშვება და ბოლო ფაზაში თითები ოდნავ მოხრილია ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

ბნედა

ბნედა  –  ავი ზნე, ეპილეფსია, ქრონიკული ნერვული დაავადება, დამახასიათებელი შეტევებით, კრუნჩხვით   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი  „აზრი“/ „გონება“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, შუბლს ეხება გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკარგვა“ –  ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი … Read more

Categories

ბიჭი

ბიჭი  _   ყრმა, მამრობითი სქესის მოზარდი ადამიანი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი საჩვენებელი თითით ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბიცოლა

ბიცოლა  _   ბიძის ცოლი, ძალუა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძა“  _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ /“ცოლი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას … Read more

Categories

ბიძგი

ბიძგი  _  ხელის ან მხრის კვრა, იმპულსი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

ბიძაშვილი

ბიძაშვილი  _  ბიძის შვილი, მამის ან დედის ძმის შვილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიძა“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით … Read more

Categories

ბიძა

ბიძა  _  მამის ან დედის ძმა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

ბიუჯეტი

ბიუჯეტი  _ ხარჯთაღრიცხვა, სახელმწიფოს, ამა თუ იმ დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

ბიუსტი

ბიუსტი   _  ქანდაკება, რომელიც გამოსახავს ადამიანის სახესა და ტანს წელს ზევით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით ტალღური  ტრაექტორიით, მომდევნო ფაზაში ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია  სახისა და მკერდის  დონეზე.

Categories