ბიუჯეტი

90

ბიუჯეტი  _ ხარჯთაღრიცხვა, სახელმწიფოს, ამა თუ იმ დაწესებულების, საწარმოს შემოსავალ-გასავლის ნუსხა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გეგმა“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი გაშლილი თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს და იცვლის პოზიციას: ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და გაშლილი თითების წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.