ბოლი

5

ბოლი  _ კვამლი,  წვის შედეგად გამოყოფილი თეთრი  ან მონაცრისფრო აირადი ნივთიერება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება თმებს საფეთქელთან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კვამლი“_ წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი, შუა და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება კლაკნილი ტრაექტორიის მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.