აურზაური

აურზაური –  ალიაქოთი‚ შეხლა-შემოხლა‚ ხმაური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ხმაური“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სახის დონეზე ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, სინქრონული მოძრაობა  წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არევა“– ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ფართოდ … Read more

Categories

აუზი

აუზი  –  ხელოვნურად გაკეთებული თავღია წყალსაცავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ცურვა“  – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა, გაშლილია საჩვენებელი და ნეკი, თითები წვერებით ეხება მეორე ხელის იმავე თითებს, დანარჩენი თითები  … Read more

Categories

აუდიტორია

აუდიტორია  –  ლექციის მოსასმენი ადგილი, დარბაზი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნივერსიტეტი“  – ერთმანეთისკენ და  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება გამეორებადი, ვერტიკალური, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალის დასაჯდომი ადგილი“ … Read more

Categories

ატრაქციონი

ატრაქციონი  –   1. საცირკო ან საესტრადო პროგრამის მიმზიდველი, ეფექტური ნომერი; საცირკო ატრაქციონი; 2. მასობრივი დასვენების ადგილებში მოწყობილი გასართობი კარუსელები, საქანელები, ტირები და სხვ.   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თამაში“ – ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური … Read more

Categories

ატომური

ატომური  –  ატომთან დაკავშირებული, ატომისა     ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ატომი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა  წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ბაგეებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. … Read more

Categories

ატომი

ატომი  –  მატერიის უმცირესი ნაწილი, ნივთიერების ამგები უმცირესი ერთეული, რომელიც მის თვისებას ინარჩუნებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა  წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ბაგეებს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ატმოსფერო

ატმოსფერო  –  1. ჰაერის გაზისებრი გარსი, რომელიც დედამიწას აკრავს და დედამიწასთან ერთად მოძრაობს; 2. გარემო პირობები, ვითარება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“  – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარემო“ / „არეალი“ – წინ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

ატესტაცია

ატესტაცია  –  ვისიმე ცოდნის დონის, პროფესიული კვალიფიკაციის განსაზღვრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია  ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პროფესია“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია … Read more

Categories

ატესტატი

ატესტატი  –  ოფიციალური მოწმობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით … Read more

Categories

ატანა

ატანა  –  გაძლება, მოთმენა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი  თითებით, ზევით აწეული ცერით ხელი ეხება სხეულს და ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება მკერდის  დონეზე.

Categories

ატამი

ატამი    –  მსხვილკურკიანი წვმიამი ხილი ბუსუსიანი კანით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ასული

ასული  –  ადამიანის შვილი მდედრობითი სქესისა,  ქალიშვილი, გოგო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სხეულს და … Read more

Categories

ასტრონომია

ასტრონომია  –  მეცნიერება მნათობთა (ცის სხეულთა) აგებულების, ფიზიკური ბუნებისა და მოძრაობის კანონების შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“  – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „ბინოკლი“ – სახის გასწვრივ განთავსებულია ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრეები, ხელები წინ … Read more

Categories

ასპიტი

ასპიტი  –  ავი, ბოროტი (ადამიანი)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ცუდი“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ასპექტი

ასპექტი  –  შეხედულება, სახე მოვლენისა თუ მოსაზრების რაიმე მხარე, კუთხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, პირველ ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური … Read more

Categories