აუდიტორია

65

აუდიტორია    ლექციის მოსასმენი ადგილი, დარბაზი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უნივერსიტეტი“   ერთმანეთისკენ და  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი, შუა და ცერი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება გამეორებადი, ვერტიკალური, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალის დასაჯდომი ადგილი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.