ასპიტი – ავი, ბოროტი (ადამიანი)
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ცუდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.