ასპექტი

53

ასპექტი    შეხედულება, სახე მოვლენისა თუ მოსაზრების რაიმე მხარე, კუთხე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, პირველ ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა მარცხნივ და ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი ოდნავ ზემოთაა განთავსებული, წინ და ერთმანეთისკენაა მიმართული ხელისგულები, ცერი საჩვენებელი და შუა თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.