ატესტატი

ატესტატი  –  ოფიციალური მოწმობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის  პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, შუა და საჩვენებელი თითების წვერებს ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაბეჭდვა“ – ქვევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით … Read more

Categories

ატანა

ატანა  –  გაძლება, მოთმენა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი  თითებით, ზევით აწეული ცერით ხელი ეხება სხეულს და ქვევით ეშვება. ჟესტი სრულდება მკერდის  დონეზე.

Categories

ატამი

ატამი    –  მსხვილკურკიანი წვმიამი ხილი ბუსუსიანი კანით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად წრიულ მოძრაობას. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ასული

ასული  –  ადამიანის შვილი მდედრობითი სქესისა,  ქალიშვილი, გოგო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული, ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შვილი“ – ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება სხეულს და … Read more

Categories

ასტრონომია

ასტრონომია  –  მეცნიერება მნათობთა (ცის სხეულთა) აგებულების, ფიზიკური ბუნებისა და მოძრაობის კანონების შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მეცნიერება“  – მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება შუბლს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონოგრაფიული სიტყვა-ჟესტი „ბინოკლი“ – სახის გასწვრივ განთავსებულია ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრეები, ხელები წინ … Read more

Categories

ასპიტი

ასპიტი  –  ავი, ბოროტი (ადამიანი)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები,  დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება სხეულს; ჟესტის მეორე ნაწილია სიტყვა-ჟესტი „ცუდი“ –  ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ასპექტი

ასპექტი  –  შეხედულება, სახე მოვლენისა თუ მოსაზრების რაიმე მხარე, კუთხე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, პირველ ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური … Read more

Categories

ასპარეზი

ასპარეზი –  სპორტული შეჯიბრების სარბიელი, არენა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სპორტსმენი“ – მხრების დონეზე აწეულია ხელები, განზე გაწეულია იდაყვები, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „მინდორი“ – ქვევით  მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ასრულებს განმეორებად, წრიულ … Read more

Categories

ასორტიმენტი

ასორტიმენტი  –   სავაჭრო საქონლის მრავალსახეობა, ნაწარმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ – ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული ხუთი თითი თანმიმდევრული რხევით მოძრაობს, სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიგნით“  – წინ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული … Read more

Categories

ასლი

ასლი – ძალიან მსგავსი, ზედგამოჭრილი, კოპირებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით,  მარჯვენა ხელისგული წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილია საჩვენებელი და ცერი თითები, ბოლო ფაზაში საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება მარცხენა ხელისგულზე. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

ასკილი

ასკილი  –  1. ეკლიანი ველური ბუჩქი, აქვს მოთეთრო მოყვითალო ან მოწითალო ყვავილი 2. ამავე მცენარის ნაყოფი, რომელსაც სამკურნალოდაც იყენებენ   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩაი“ –ქვემოთ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ბაგეების წინ ხელი ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „წითელი“ – სხეულისკენ … Read more

Categories

ასიმეტრია

ასიმეტრია  –  სიმეტრიის უქონლობა, სიმეტრიის დარღვევა, რისამე ნაწილთა არათანაბარზომიერება, არასიმეტრიულობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია  ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა: სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება ურთიერთსაპირისპირო მიმართულების რკალური ტრაექტორიის მოძრაობები მხრების … Read more

Categories

ასთმა

ასთმა  –  ავადმყოფობა, რომელსაც სულის ხუთვის შეტევები ახასიათებს   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, წრიულად მოხრილი თითებით და ცერით გამოსახულია ღია წრე, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და თან ახლავს მიმიკა.  

Categories

ასეული

ასეული  –  ასი ცალისაგან შემდგარი ერთეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ასი“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ზევით აწეულია საჩვენებელი თითი, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია;  ჟესტის მეორე  ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯგუფი“ / „ბანდა“ –   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით და ზევით განთავსებული ცერებით გამოსახულია ღია წრეები, განზე გაწეული ხელები … Read more

Categories

ასეთი

ასეთი  –  როგორიც ეს, ამგვარი, ამნაირი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასე“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარცხენა –  სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზურგით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია … Read more

Categories