ასიმეტრია

48

ასიმეტრია  –  სიმეტრიის უქონლობა, სიმეტრიის დარღვევა, რისამე ნაწილთა არათანაბარზომიერება, არასიმეტრიულობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია  ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები მოძრაობს ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა: სხეულისკენ და ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება ურთიერთსაპირისპირო მიმართულების რკალური ტრაექტორიის მოძრაობები მხრების დონეზე. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.