ასეთი

44

ასეთი    როგორიც ეს, ამგვარი, ამნაირი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ასე“ მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, ხოლო მარცხენა   სხეულისკენ, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზურგით ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზედ ადევს მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „მსგავსების ნიშანი“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, განზე გაწეული ხელები ერთმანეთს უახლოვდება და ეხება საჩვენებელი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.