ულევი

ულევი   –  ბევრი, უსაზღვრო, გაუთავებელი; აუარებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

უკეთესი

უკეთესი  _   უფრო კარგი, უმჯობესი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ქვევით  მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

უზრუნველი

უზრუნველი  –   ვინც არაფერზე ზრუნავს, ვისაც საზრუნავი არა აქვს, უდარდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

უეცრად

უეცრად  _  მოულოდნელად, უცაბედად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები ეხება საჩვენებელ თითებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

უდარდელი

უდარდელი  –   ვისაც დარდი არა აქვს, უშფოთველი, კმაყოფილი, მხიარული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარდი“ … Read more

Categories

ტყე

ტყე  _   ხეებით დაფარული ვრცელი ფართობი, მცენარეული საფარის ერთ-ერთი ძირითადი ტიპი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.

Categories

ტროტუარი

ტროტუარი   –  ქუჩის ორივე მხარეზე, სახლების გასწვრივ გაყოლებული, ოდნავ შემაღლებული გზა ფეხით მოსიარულეთათვის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, სრულდება მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ტელეფონი

ტელეფონი _  ელექტროტექნიკური მოწყობილობა შორ მანძილზე ბგერის გადასაცემად და ამ მოწყობილობის საშუალებით სალაპარაკო აპარატი   ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ჟესტი, სახისკენ მიმართულია ყურთან განთავსებული ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

ტაში

ტაში   _ აპლოდისმენტი, ყრუტა თემში მოღებული ტაშის ფორმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად  სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა და ხელები მაჯაში ტრიალებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სურათი

სურათი   _  ნახატი, ან ქაღალდზე გამოსახული ფოტო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, სახის წინ, მარცხენა კი _ მკერდთან. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სტომატოლოგი

სტომატოლოგი  –   კბილის ექიმი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ – მარცხენა ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ … Read more

Categories

სპონსორი

სპონსორი  –    ფინანსური მხარდამჭერი, დამფინანსებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ დაფინანსება“ – მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

სიძულვილი

სიძულვილი _ მტრობის, არაკეთილგანწყობილების უარყოფითი გრძნობა, მძულვარება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სირცხვილი

სირცხვილი _   გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა ან საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მოხრილი თითების ზურგით ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სირბილი

სირბილი  _  რბენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და მომდევნო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories